Courses
პროფესიული განათლება, ციფრული ტექნოლოგიები და AI. გთავაზობთ პრაქტიკულ სასწავლო კურსებს პროფესიული მასწავლებლებისა და საექთნო საქმის სპეციალისტებისთვის — სწავლების თანამედროვე მეთოდების, ციფრული რესურსებისა და ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანად გამოყენებისთვის.
მოდულზე მუშაობის 5 ეტაპი
პრაქტიკული კურსი, რომელიც დაგეხმარება მოდულის დაგეგმვაში, სწავლის შედეგების განსაზღვრაში, შეფასების მეთოდების შერჩევასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებაში. შედეგი: შენ მიერ შექმნილი მოდულის პროექტი.
ციფრული რესურსები და ხელოვნური ინტელექტი სწავლების პროცესში
ისწავლე ციფრული სასწავლო რესურსების შექმნა, ინტერაქტიული ქვიზებისა და დავალებების მომზადება და AI ინსტრუმენტების გამოყენება ლექციის დაგეგმვისა და სასწავლო მასალების ადაპტირებისთვის. შედეგი: ციფრული რესურსების პაკეტი საკუთარი მოდულისთვის.
პროფესიული მასწავლებლის ციფრული პორტფოლიო
გაეცანი ციფრული პორტფოლიოს სტრუქტურას, ისწავლე პროფესიული გამოცდილების, სასწავლო მასალების, მიღწევებისა და განვითარების მტკიცებულებების ორგანიზება და მათი ეფექტიანად წარმოდგენა. შედეგი: პირადი ციფრული პორტფოლიოს შექმნილი ვერსია.
ხელოვნური ინტელექტი საექთნო პრაქტიკაში
გაეცანი AI-ის უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას სამუშაო პროცესში: პროფესიული ინფორმაციის მოძიება, საგანმანათლებლო მასალების მომზადება, დოკუმენტაციის შაბლონების შექმნა და სამუშაო პროცესების ორგანიზება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პაციენტის კონფიდენციალურობასა და კლინიკური გადაწყვეტილებების საზღვრებს. შედეგი: სამუშაო პროცესისთვის მორგებული პრაქტიკული რესურსები და AI-ის გამოყენების სცენარები.
პროფესიული გამოცდის მოსამზადებელი კურსი ( ბიოლოგია)
კურსი განკუთვნილია ბიოლოგიის ძირითადი საკითხების სისტემური შესწავლისა და პროფესიული გამოცდისთვის მომზადებისთვის. მოიცავს თეორიული ცოდნის განმტკიცებას, მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებასა და საგამოცდო ტიპის დავალებებზე მუშაობას.
- - სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები
- - გამრავლება და ინდივიდუალური განვითარება
- - ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგიის საფუძვლები
- - გენეტიკა და მემკვიდრეობითობა
- - ეკოლოგია და გარემოსთან ორგანიზმების ურთიერთქმედება
How I teach
Teaching that brings together practice, active engagement and modern technology.